logo
ENG



ხმაური საკრებულოს შენობის წინ - საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი

27 იან 202017:59
3 წუთის საკითხავი
 

 

დილიდან ხმაური იყო საკრებულოს შენობის წინ. საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს საშვი ჰქონდა, ნაწილს კი საკრებულოში შესვლა შეუზღუდავად შეუძლიათ სტატუსიდან გამომდინარე, დღეს მათ დაცვის სამსახურმა გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრის საშუალება არ მისცა. შეზღუდვის შესახებ მათთან ოფიციალური განმარტება არავინ გააკეთა. აქციის მონაწილეები საკრებულოში შესვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, ყველა შესასვლელიდან, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატების პასუხიმგებლობის დაყენებას მოითხოვდნენ.

 


close დახურვა