საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში 19 აპრილის 21:00 საათიდან 20 აპრილის 07:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
"საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.