გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ.
მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას სხეულის 60% აფეთქების შედეგად ჰქონდა დამწვარი.
აფეთქება გურამიშვილის #34-ში 19 ოქტომბერს მოხდა.