logo
ENG



19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდან არის, 1 კი სამედიცინო პერსონალია - ეზუგბაია

24 ივლ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 
lhjln4l0qgpmhb5.jpeg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 ახალი ინფიცირებულიდან, 8 არის ლილოს ბაზრობიდან. 

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, 3 შემთხვევის წყარო ჯერჯერობით უცნობია და მათი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. 

"19 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ლილოს ბაზრობიდან. 5 შემთხვევა არის გაჩიანიდან, ხოლო 2 არის იმპორტირებული. აქედან ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი და 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 214 პაციენტი მკურნალობს. პირები, რომლებიც მუშაობდნენ ლილოს ბაზრობაზე, ალბათ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა მოსახლეობასთან კონტაქტი", - განაცხადა ეზუგბაიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 


close დახურვა