logo
ENG



19 ივლისს საქართველოში შარლ მიშელი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ჩამოვლენ

16 ივლ 202115:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/16/23b0efqqf22tvfo.jpg

19 ივლისს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ჩამოვლენ

ისინი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. 

შარლ მიშელი ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 

ასევე შეხვდება მაია სანდუს და ვოლოდიმირ ზელენსკის. 

ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, შემდეგ კი ზურაბიშვილსთან, ზელენსკისთან და სანდუსთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს, რაც ასევე ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება. 


close დახურვა