ქალაქ მარიუპოლის ხელმძღვანელობის თქმით, რუსებმა დაბომბეს სკოლა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა, მათ შორის ბავშვები.
დატყრმა 19 მარტს მოხდა.
შენობა დანგრეულია.
"გუშინ, 19 მარტს ოკუპანტებმა დაბომბეს ხელოვნების მე-12 სკოლის შენობა, სადაც თავს 400 ადამიანი აფარებდა - ქალები, ბავშვები და მოხუცები. შენობა დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება". - აცხადებს მარიუპოლის საქალაქო საბჭო.
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ისინი სარდაფში იყვნენ და არავინ დაღუპულა. თეატრის დაბომბვაზე რუსეთმა განაცხადა, რომ ეს არა მათ, არამედ სამხედრო ბალატიონმა "აზოვმა" ჩაიდინა. აზოვის ბატალიონი მარიუპოლში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და თავდამსხმელებს ქალაქის აღების საშუალებას არ აძლევს.