logo
ENG



19 ოქტომბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება

15 ოქტ 202013:20
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 19 ოქტომბრიდან აჭარაში გაიხსნება საზოგადოებრიივ ტრანსპორტი. მისი განმარტებით, ეს ვირუსის გავრცელების შენელების გამო გადაწყვიტეს.

"აჭარაში ვირუსის გავრცელების მეტნაკლები სტაბილიზაცია მოხდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდება", - თქვა პრემიერმა.

გარდა ამისა, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება და რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე შეზღუდვებიც გაგრძელდება. 


close დახურვა