19 სექტემბრიდან ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დისტანცია იქნება დაცული, მძღოლებს კი ყოველდღიურად თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. მგზავრებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა.
ჯერჯერობით, კვლავ ძალაშია შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 26 სექტემბრიდან აიკრძალა.