ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი.
19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დარეგისტრირებულია 18 663 კოვიდინფიცირებული, ხოლო აქტიური შემთხვევაა 10 325.