logo
ENG



1 მილიარდის ქონება - ქველმოქმედება თუ ქონების მიტაცება წყალტუბოში

01 ნოე 201920:27
3 წუთის საკითხავი
 
s2p73wgqu21jdgf.jpg

ამზადებდა, თუ არა ხელისუფლება წყალტუბოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის - მთავრობის მტკიცებით, სასტუმროების პრივატიზება წლებია, ინვესტორთა არ არსებობის გამო ვერ ხერხდება. თუმცა ირკვევა, რომ ობიექტების გასხვისებას ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ლოტად, იმ ფორმით ახორციელებდა, რომ ინვესტორისთვის მიმზიდველი არ გამხდარიყო.

წყალტუბოს განვითარება და პოტენციალი ბოლოს სახელმწიფომ 2015 წელს შეისწავლა და ამაში 160 ათასი დოლარი გადაიხადა. გეგმის მიხედით, რომელიც საპარტნიორო ფონდმა მოამზადა, სახელმწიფოს ინვესტორები უნდა მოეზიდა და სანატორიუმები კერძო ინვესტორებთან ერთად განვითარებულიყო. ამ დრომდე მხოლოდ 3 ობიექტია გასხვისებული, თუმცა არც ერთი სრულად აღდგენილი ამ დრომდე არაა. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი ქველმოქმედია და წყალტუბოს განვითარების პროექტიში ფინანსური დაინტერესება არ აქვს. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ  სახელმწიფო მანქანა ოლიგარქის ინტერესებისთვის მუშაობს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მის სასარგებლოდ აფერხებს.

15 სანატორიუმი 1 ლარად - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ქონებას ამ ფასად გადასცემს. მათი ინფორმაციით, ამ შენობების სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, თუმცა, ქონების ეროვნულ სააგენტოში ისევ არ იციან, რამდენად და რა პირობებით გადაეცემა ახალ მფლობელს ეს  ქონება. ორგანიზაციაში შეაჩერე კორუფციავარაუდობენ, რომ ივანიშვილი სახელმწიფოს საკუთარ ფასსა და პირობებს დაუდგენს. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ სახელმწიფო ამ ქონებას ბიძინა ივანიშვილისთვის გადასაცემად წლებია ამზადებს.

უკვე 3 დღეა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წყალტუბოში სანატორიუმები ვერ გაყიდა, თუმცა, რამდნეიმე წელია ერთ-ერთი სანატორიუმის ყიდვას ცდილობს კომპანია არგო. ინტერნეტის ღია წყაროებში კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მას ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნეს. თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ განმეორებით აუქციონში მონაწილეობას აპირებს, მაგრამ როგორც უკვე ცნობილია, განმეორებითი აუქციონი აღარცერთ შენობაზე გამოცხადდება, და 22 სანატორიუმი და 9 აბანო ბიძინა ივანიშვილს გადაეცემა.

 

 

 

 

 


close დახურვა