logo
ENG



1 პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო მეორე ინფიცირებულის კონტაქტია - ეზუგბაია

25 ივნ 202011:15
3 წუთის საკითხავი
 
ub9uryjivvrcil8.jpg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, კლინიკაშ 26 კოვიდინფირებული პაციენტი მკურნალობს. 

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, 1 ინფიცირებული საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს, ხოლო მეორე, უკვე ინფიცირებულის კონტაქტია. 

"ჩვენს ცენტრში 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. 2 ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 1 არის ჩვენ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი და მეორე საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, რომელიც რუსეთიდან არის შემოსული. ორივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისია. ჯერჯერობით დაავდების პროგრესირების ნიშნები არ ჩანს. ყველა ძველი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა. ნელ-ნელა გვექნება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა

 


close დახურვა