logo
ENG



1 წელი გავიდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან

15 დეკ 201919:54
3 წუთის საკითხავი
 
60ingjstq52tw1c.jpg

თანამდებობაზე ყოფნის 1 წლის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებისა თუ ნაბიჯების კორექტირება მმართველ გუნდს არაერთხელ მოუხდა.

განცხადება ომზე, ჯარზე,  დავით გარეჯზე, დიპლომატიური სკანდალის ზღვარზე - საუბარი მაშინ, როცა სიჩუმე სჯობდა და სიჩუმე, როცა საუბარი აუცილებელი იყო - ასე აფასებს ოპოზიცია პრეზიდენტის ერთწლიან მუშაობას.

ოპოზიცია გამოსავალს ქვეყნის პრეზიდენტისათვის საჯარო გამოსვლების შეზღუდვაში ხედავს.

თავად პრეზიდენტს კი 1 წლის თავზე კრიტიკული მედიის კითხვების მოსმენა აღარ სურს. მაგალითად, მის დღევანდელ ღონისძიებაზე, „ფორმულა ნიუსი“ არ მიუწვევიათ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები ხშირად იწვევდა კრიტიკას. კრიტიკა მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომლის დაწყებაშიც მან საქართველო დაადანაშაულა. როდესაც სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა ახალი საზღვარი გაავლეს, ქვეყნის მთავარსარდალმა ლოპოტის ტბაზე შვებულება არ შეწყვიტა. სასაზღვრო თემა გაგრძელდა დავით გარეჯშიც, სადაც ვითარება სწორედ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდგომ დაიძაბა. ამ სკანდალიდან მალევე გამოსცა შეწყალების აქტი, რის შედეგადაც პატიმრობიდან გათავისუფლდნენ მკვლელობასა და პედოფილიაში მსჯავრდებულები. თავისივე მხარდაჭერილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე თავის მართლება მმართველ პარტიას თავადვე მოუწია. შეწყალებაზე გამოცხადდა მორატორიუმი, რის გამოც ასობით პატიმარი გიორგობის დღესასწაულზე შეწყალებას უიმედოდ ელოდა.

წლის ბოლოს კი ქვეყნის მთავარსარდალმა საზოგადოებას ამცნო, რომ ქვეყანას არ ჰყავს ჯარი და დააიმედა, რომ არც ეყოლება. 

 

 


close დახურვა