logo
ENG



1 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის წესი იცვლება

29 იან 202112:26
3 წუთის საკითხავი
 
1 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის წესი იცვლება

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქევყანაში შემოსვლის წესი იცვლება.

კერძოდ, თურნავას თქმით, მაგალითად, ნეგატიური PCR ტესტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეეძლება, ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტაროს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციაში ყოფნა აღარ მოუწევს. 

"საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება - შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და ან ძველებურად რვადღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან მესამე დღეს თავიანთი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფლები არიან თვითიზოლაციისგან. იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვისაც შემოსვლისას არ ექნება PCR ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია ექნება", - აცხადებს თურნავა. 

ცნობისთვის, საქართველოში 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება. 


close დახურვა