საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, ობიექტებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ.
მისივე თქმით, ძალაში რჩება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა", - განაცხადა ღიბრაძემ.
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება.