logo
ENG



1 პაციენტი საყურადღებოა, 6 კვლევაში ჩართვას ელოდება - ბოჭორიშვილის კლინიკა

08 ივნ 202010:29
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას 50 პაციენტი გადის, მათგან 20 კოვიდ-19-ის მატარებელია.

სოლოღაშვილის თქმით, კლინიკას ახალი პაციენტი არ მიუღია. მისივე თქმით, მკურნალობას გადის ოთხი 18 წლამდე ასაკის პაციენტი. 

"1 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ახალი პაციენტები არ გვყოლია. ასევე ექვსი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. პარასკევის შემდეგ, ახალი გამოვლენილი დიაგნოზით პაციენტი არ გვყავს. ბოლო სამი დღის განმავლობაში გვყავს სამი გამოჯანმრთელებული, ორი მოზარდი და ერთი მოზრდილი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.


close დახურვა