logo
ENG



ოპოზიცია დამოუკიდებელ დეპუტატებს მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

30 იან 202008:23
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ნაწილს იმედი აქვს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატები ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ დეპუტატებს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც თხოვს.

"მალხაზ მაჩალიკაშვილმა პერსონალურად მიმართა თხოვნით „ქართული ოცნებიდან“ გამოსულ ყველა დეპუტატს. მათი მხარდაჭერის პირობებში და ოპოზიციის სრულ მობილიზებით გვექნება საკმარისი ხმები, იმისთვის რომ შეიქმნას აღნიშნული საგამოძიებო კომისია და ეს არ იქნება ვოლსკის, თალაკვაძის და მდინარაძის გადასაწყვეტი“, - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

კოლეგის აზრს იზიარებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ელენე ხოშტარიაც. დეპუტატი ამბობს, რომ საზოგადოება უნდა შეეჩვიოს იმას, რომ პარლამენტი არსებულ კითხვებს პასუხს სცემს. 

 „ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს კომისია შეიქმნას და ამ ადამიანმა არსებულ კითხვებზე მიიღოს პასუხი", - განაცხადა ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნით, შვილმოკლული მამა პარლამენტში შესვლას და თინა ბოკუჩავასთან ერთად ბრიფინგის გამართვას გეგმავდა, თუმცა საშვის ქონის მიუხედავად, ის საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. 

 

 


close დახურვა