საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ნინო სალუქვაძე გახდა.
გარდა ამისა, 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად კალათბურთელი გოგა ბითაძე დასახელდა.
2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა.
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ზამთრის სახეობაში მარია კაზაკოვა და გიორგი რევია დასახელდნენ.