ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, განათლების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა. განათელების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის თქმით, უკვე დადგენილია პირველ ეტაპზე მოხვედრილი პირველკლასელთა კლასიფიკაციაც.
"მოსწავლეების ინტერებისიდან გამომდინარე სამინისტრიმ განსაზღვრა და შეცვალა მოსწავლის რესგირტაციისა და საბუთების მიღების ვადები, როგორც ცნობილია, პირველკლასელთა რეგიტრაცია მიმდინარეობს ოთხ ეტაპად. პირველ ეტაპზე უკვე განოხორციელდა საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების რეგისტრაცია, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ მოხდა თითოეული მოსწავლის შეფასება. შესაბამისად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ის მოსწავლეები, რომლებიც რესგიტრირებულნი არიან პირველ ეტაპზე, ჩარიცხული იქნებიან პირველ კლასში მას შემდეგ, მშობლები 5 ივლისამდე მიიტანენ საჭირო ბრძანებით განსაზღვრულ დოკუმენტებს",-აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ