logo
ENG



2020-ის არჩევნები სამპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება-თალაკვაძე

14 ნოე 201913:30
3 წუთის საკითხავი
 
owrp732jj8oygl9.jpg

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები სამპროცენტიანი ბარიერითა და შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. როგორც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი ცვლილების კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კანონი არ ჩავარდნილიყო.

„2020 წლის არჩვენების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკაშირებით შედგა კენჭისყრა. მიუხედავად იმის, რომ მხარი დავუჭირეთ უმრავლესობამ, საკმარისი არ ამოჩნდა და 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სამპროცენტიანი ბარიერით, შერეული სისტემით. ეს გადაწყვრტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, შედეგები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ბატონი ბიძინა გამოვიდა ამ ინიციატივით და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ხმების უმრავლესობა ყოფილიყო. მიუხედავა იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა, მაინც ვერ მოხერხდა ხმების მობილიზება. ვინაირად გადაწყვტილებას იღებს პარლამენტი, ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მე მხარი დავუჭირე. იმისთვის, რომ გუნდი არ გახლეჩილიყო, იყო თავისუფალი კენჭისყრა. მოწინააღმდეგე დეპუტატებს მიეცათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ხელისუფლება არანაირ პასუხსიმგებლობას არ გაექცევა, ეს პასუხიმგებლობა გვქვს ჩვენ მოქალქეებთან ერთად, გავაგრძელებთ სააარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 


close დახურვა