logo
ENG



2020 წელს 56 ლარიანი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 510 343-მდე გაიზარდა

05 დეკ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/05/t038eiuio4fgsjb.jpg

საქართველოში 2020 წელს 56.5 ლარის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 82 970 - ით გაიზარდა. თუ შარშან საარსებო შემწეობას 427 373 პირი იღებდა, დღეს ეს რიცხვი 510 343 -მდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. შარშანდელთან შედარებით (119 582) წელს (142 000) ასეთი ოჯახები 23 288-ით მეტია. 

ამრიგად, სოციალური სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 13.7 % იღებს, ანუ ყოველ მეათე მოსახლეზე მეტი. 

ქალაქების მიხედვით, დედაქალაქში შემწეობის მიმღებთა პროცენტული მაჩვენებელი საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე დაბალია (9,7%). თუმცა გაცილებით უარესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით რეგიონებში. მაგ, ამბროლაურის რაიონში ეს რიცხვი 48%-მდეც კი ადის, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიონის თითქმის ყოველი მეორე მოსახლე საარსებო შემწეობის მიმღებია. მაშინ როდესაც, შარშან ეს რიცხვი 41%-მდე იყო. 

რეგიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: რაჭა ლეჩხუმი - 43%, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 19.4%, გურიაში - 19.1%, მცხეთა-მთიანეთში - 16.5%, აჭარაში - 15.1%, ქვემო ქართლში - 13.6%, კახეთში - 16.3%, იმერეთში - 12.4%. 


close დახურვა