2020 წლის ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატის B დივიზიონს თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიბა ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბე დივიზიონში 22 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. აქვე გეტყვით, რომ 2021 წელს თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ტურნირის, ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფსაც მასპინძლობს. 20 წლამდე კონტინენტის პირველობა მასშტაბური ტურნირის მოსამზადებელი ეტაპი იქნება.