logo
ENG



2020 წლის პირველ 6 თვეში 54 პირი დაიკარგა - უმეტესობის პოვნას გამოძიება ვერ ახერხებს

31 ივლ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

გაუჩინარებული ადამიანები საქართველოდან, - 2020 წლის პირველ 6 თვეში 54 პირია დაკარგული, უმეტესობის კვალის დადგენას კი გამოძიება ვერ ახერხებს.  

ამ დრომდე 80 მაშველი ეძებს ილია ფილფანს. 13 წლის გაუჩინარებული მოზარდის ძებნაში საქართველოში დაბრუნებული დედა ერთვება. დაკარგვიდან მეთოთხმეტე დღეს ბიჭს თბილისში ეძებენ, ქსენია ფილფანიფორმულასთან“ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისი ერთადერთი ქალაქია, რომელიც ილია ფილფანმა იცის. 

6 თვეა, პოლიცია ვერ აგნებს ვერც 32 წლის ირაკლი ჯაბუას კვალს, რომელიც 31 იანვარს, ფოთში დაიკარგა. სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სახლიდან დილით, სამსახურეობრივი რეისის შესასრულებლად გავიდა. იმავე საღამოს იპოვეს მისი მიტოვებული ავტომობილი, თუმცა საით წავიდა ირაკლი, არავინ იცის.  შინაგან საქმეთა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლისხმობს.  ოჯახის თქმით, ნახევარი წლის თავზეც, პოლიციას არანაირი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ გააჩნია. დედას იმედი აქვს, რომ მისი შვილი ცოცხალია. 

22 წლის ოთარ ლაზაშვილი კი სახლიდან 7 წლის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა დღემდე არაფერი იცის, რა ბედი ეწია მას. დედა ამბობს, რომ საგამოძიებო სამუშაოები თავის დროზე არაკვალიფიციურად შესრულდა, რის გამოც მისი შვილის მოძებნა ვერ შეძლეს.  საქმე თაროზეა შემოდებული, ოჯახმა კი გაუჩინარებული ახალგაზრდის შესახებ არაფერი იცის. ოთარ ლაზაშვილმა   დუშეთის მთებში ცხვარი საძოვარზე წაიყვანა, უკან კი აღარ დაბრუნებულა.

რატომ ვერ ხერხდება დაკარგული ადამიანების პოვნა, ამ კითხვაზე არასამთავრობო სექტორში გამოძიების რამდენიმე ხარვეზზე მიუთითებენ. მათი თქმით, არაკომპეტენტურობა და  უგულისყურო დამოკიდებულება, ეს ძირითადი მიზეზებია,რის გამოც საქმეები ვერ იხსნება.

 


close დახურვა