ჯგუფური კენჭისყრის შედეგად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ჩვენი გუნდი D ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და საბერძნეთთან ერთად ითამაშებს.
ჯგუფებში გამარჯვებულები მეოთხედფინალში გავლენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა. ტურნირს 12-26 იანვარს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.