logo
ENG



2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა

26 თებ 202111:09
3 წუთის საკითხავი
 

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5 პროცენტით შემცირდა. 

საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:

  • მშენებლობა;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • დამამუშავებელი მრეწველობა;
  • განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა;
  • ხელოვნება;
  • გართობა და დასვენება;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • ელექტროენერგიის;
  • აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
  • ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.


close დახურვა