logo
ENG



2021 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები ფოტოებში
31 დეკ 202121:49
4233

2021 წელმა პანდემიასთან ერთად ჩაიარა, ტრაგიკულადაც და ამაღელვებლადაც, ასევე, ამ წელმა პოლიტიკური ცვლილებებით, სამხედრო დაპირისპირებებით, სპორტული ღონისძიებებით და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებითაც დაგვამახსოვრა თავი. 

ნახეთ 2021 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ფოტოები:

2021 წლის შემოსვლა ნიუ იორკში თითქმის ცარიელ ტაიმს სკვერზე აღნიშნეს, კორონავირუსის გამო მასობრივი ღონისძიება არ გამართულა. 

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეღწევას ცდილობენ, მაშინ, როდესაც კონგრესი არჩევნების შედეგებით ბაიდენის გამარჯვებას აფორმებდა. ვაშინგტონში არეულობებს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ვიკინგი ქანონ შამანი, დონალდ ტრამპის ერთერთი მხარდამჭერი, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმში ერთერთი პირველი შეიჭრა. ვიკინგს კონგრესზე შტურმისთვის 3,5 წელი მიუსაჯეს.

20 იანვარი, სენატორი ბერნი სანდერსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე იცდის. ამ ფოტოს სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელების შემდეგ სანდერსმა თქვა, რომ ის უბრალოდ იჯდა და გათბობას ცდილობდა.

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ჯო ბაიდენს ინაუგურაციის დღეს ამხნევებს. ფიცის დადების შემდეგ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.

წარმომადგენელთა პალატას სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა შეაქვს. ტრამპი ისტორიაში შევიდა როგორც პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

20 იანვარი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლს და მხარდამჭერებს ემშვიდობება. დონალდ ტრამპი 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგად გადაირჩიეს.

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავით ბერლინიდან მოსკოვში პირველად მიემგზავრება, მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს. ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს.

შვედეთში მაყურებელი კინოჩვენებას პანდემიის გამო მარტო ესწრება, ის ერთადერთია, ვისაც უფლება მისცეს ფილმი დიდ ეკრანზე ენახა.

ვაშინგტონში სკოლის მუსიკალური ბენდი რეპეტიციას კარვებში ატარებს, რადგან მათ ერთერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ლონდონში სალისბურის საკათედრო ტაძარში მოწყობილ კორონავირუსის ვაქცინაციის პუნქტში ადამიანები აცრისთვის თავიანთ რიგს ელოდებიან.

რომში, კორონავირუსით დაავადებული ქალი ჩახუტების ოთახში, რომელიც პაციენტების გასამხნევებლად შეიქმნა, შვილის ხელს ეხუტება.

ეგვიპტეში სპეციალურად კორონავირუსის ტესტირებისთვის შექმნილი რობოტი პირველ ნიმუშს იღებს. რობოტები ექიმების შრომის შესამსუბუქებლად შექმნეს.

კალიფორნიაში 9 წლის ფინ ვოშბარნი კორონავირუსის ვაქცინას იკეთებს, სულ ცოტახანში მას შემდეგ, რაც აშშ-ის წამლის ადმინისტრაციამ 5-დან 11 წლამდე ბავშვების ფაიზერის ვაქცინით აცრა დაუშვა.

დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ დაამტკიცა პირველი კორონავირუსის სამკურნალო აბი - მოლნუპირავირი.

ნიუ იორკში, ბრუკლინის ხიდზე, კორონავირუსით დაღუპულთა ფოტოებს აჩვენებდნენ, მოეწყო სპეციალური მუსიკალური შოუც.

პატარა ექსკავატორი სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური გემის გათავისუფლებას ცდილობს. ფოტო სოციალურ ქსელში "მიმებისთვის" შთაგონების წყარო გახდა.

 

სერიალ "Friends"-ის მსახიობები ახალი სერიის გადაღებამდე შეიკრიბნენ. სერიალის ძირითადი ნაწილი 1994-2004 წლებშია გადაღებული.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია და კიმ კარდაშიანი Met Gala 2021-ზე, დემნა გვასალიას შექმნილ კოსტუმებში. Met Gala 2021-ის თემა "ამერიკული მოდის ლექსიკონი" იყო, 2020 წელს Met Gala პანდემიის გამო ჩაიშალა. 

წელს დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს პრესტიჟული ჯილდო "მოდის ოსკარი" მიიღო, მისი ძმა გურამ გვასალია Vetement-ის კრეატიული დირექტორი გახდა, რომელიც ძმებმა 2014 წელს ერთად დააარსეს.

 

2021-ში ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანად SpaceX-ის დამფუძნებელი და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი დაასახელა. მასკი წელს ისტორიაში უმდიდრესი ადამიანიც გახდა, მისი ქონება 300 მილიარდ დოლარად შეფასდა.

 

ინგლისის დედოფალი ელიზაბეტი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე. დაკრძალვის ცერემონია უინძორების სასახლეში გაიმართა. პრინცი ფილიპი 99 წლისა გარდაიცვალა.

2021 წლის 11 მარტი, თურქი ჯარისკაცი იდლიბში სირიელ ბავშვებს სათამაშოებს და ტანსაცმელს აწვდის. მარტის დასაწყისში სირიაში თურქეთსა და ასადის რეჟიმს შორის დაპირისპირება გამწვავდა, დაჭრილები და გარდაცვლილები თურქეთის არმიამ სირიიდან ვერტმფრენით გაიყვანა.

 

ისრაელი-პალესტინის მორიგი დაპირისპირებისას, 10 მაისს, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანა.

 

ავღანეთში თალიბანის მებრძოლების მიერ ქაბულის აღების შემდეგ, მოქალაქეთა ევაკუაციისას, ამერიკელ სამხედროებს მცირეწლოვან ბავშვს აწვდიან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვს უმკურნალეს და უსაფრთხოდ დაუბრუნეს მამას.

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის საპრეზიდენტო რეზიდენციაში. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული აიღო, ავღანეთის პრეზიდენტი აშაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა.

თალიბანის ჯარისკაცები ქაბულში გასართობ ცენტრში ერთობიან, რის შემდეგაც თალიბანმა ისინი გააფრთილხა წესიერად მოქცეულიყვნენ და შეეწყვიტათ სელფების გადაღება.

ინდოეთში კორონავირუსის დელტა ვარიანტის ეპიდაფეთქების შედეგად დაღუპულთა კრემაცია. დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში დაფიქსირდა.

ესპანეთში ვულკან "ლა პალმას" ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული სახლი. ვულკანმა ესპანეთში 3000-ზე მეტი შენობა გაანადგურა.

ფლორიდაში 12 სართულიანი შენობის ნგრევის შედეგად დაზარალებული. მაიამის სანაპიროზე შენობის კოლაფსის შედეგად 98 ადამიანი დაიღუპა.

კენტუკის შტატში ტორნადოს შემდეგ, კაცი უკრავს პიანინოზე მის სახლში, რომელსაც ჭერი აღარ აქვს.

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის კილიან მბაპეს განცდები ევროპის 2021 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე საბედისწერო პენალტის გაფუჭების შემდეგ.

ევრო 2020-ის საფეხბურთო ჩემპიონატი პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა, გამარჯვებული იტალია გახდა, მან ინგლისი დაამარცხა.

წელს ტოკიოში 32-ე ოლიმპიადა გაიმართა, რომელიც 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. საქართველომ ოლიმპიადაზე 8 მედალი მოიპოვა და 205 ქვეყანას შორის 33-ე ადგილზე გავიდა.

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის გოლი თოვლიან კიევში, ეს გოლი ერთერთ სანახაობრივ გოლად შეფასდა.

ლიონელ მესი ტირის ბარსელონას დატოვების შემდეგ, სადაც 21 წელი გაატარა, რა დროსაც გუნდმა 24 ტურნირი, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

გორილა სიკვდილამდე თავის პატრონს ეხუტება. რეინჯერმა მშობლების გარეშე დარჩენილი გორილა შეიფარა, შემდეგ კი მასთან ერთად სელფებს იღებდა, ამიტომაც ის ცნობილი გახდა, როგორც "სელფის გორილა".

დაჭრილი ძროხა შვეიცარიის ალპებიდან თვითმფრინავით გადაჰყავთ, მან შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღო.

ანგელა მერკელი კანცლერის პოსტის დატოვებამდე ჩიტების პარკს ესტუმრა. მერკელი გერმანიის კანცლერი 16 წლის განმავლობაში იყო.

ალეკ ბოლდუინი მას შემდეგ, რაც გადასაღებ მოედანზე მის გასროლილ ტყვიას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლდუინი ამბობს, რომ გამოძიებით უნდა გაირკვეს ვინ ჩადო ტყვია იარაღში, რომელიც მას ცარიელი ეგონა.

ჭყლეტვა ამერიკელი რეპერის ტრევის სკოტის კონცერტზე. შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

24 დეკემბერი, ამერიკული კომპანიის სატელიტიდან ჩანს, რომ რუსეთი, რომელიც "უსაფრთხოების გარანტიებს" დასავლეთისგან ითხოვს, თავად კვლავ განაგრძობს სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვართან.

25 დეკემბერი, ერაყში სანტას ბავშვებისთვის საშობაო საჩუქრები მიაქვს. 

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი შობას აშშ-ის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ და ბავშვებს ზღაპრებიც წაუკითხეს.

წლევანდელი საშობაო წირვა რომში. 25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილმა შობა იზეიმა.

close დახურვა