logo
ENG



2022 წელს აშშ საქართველოს $88 მილიონს გამოუყოფს

29 მაი 202114:28
3 წუთის საკითხავი
 

2022 წელს აშშ საქართველოს $88 მილიონს გამოუყოფს. 

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ბიუჯეტის დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს წარუდგინა. 

აშშ აცხადებს, რომ ეს დახმარება: 

"ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას კრემლის დამანგრეველი გავლენის წინააღმდეგ. 

ეს დაფინანსება დაეხმარება საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებას და დაბალანსებას და გააძლიერებს კანონის უზენაესობას; კიდევ უფრო განავითარებს სამოქალაქო საზოგადოებას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, დაბალანსებულ და სანდო მედიაზე; წაახალისებს პოლიტიკურ პლურალიზმს; ხელს შეუწყობს შერიგების მცდელობას, აფხაზეთის ჩათვლით; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას;

წაახალისებს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია შიდა ეკონომიკური განვითარებისთვის; გააძლიერებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და მიიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს". 


close დახურვა