2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. სავალდებულო იქნება მართვის მოწმობის აღებაც.
საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.
ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.
"მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო". - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.