logo
ENG



2023 წელს ემიგრანტების რიცხვი თითქმის 100%-ით გაიზარდა - საქსტატი

26 აპრ 202411:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/gr0rq9nypy1b4nt.jpeg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ქვეყნიდან ემიგრაცაში საქართველოს 163 480 მოქალაქე წავიდა. 

გასულ წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია. 

რაც შეეხება იმიგრანტების რიცხოვნობას, ის 14.5%-ით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.

ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.


close დახურვა