logo
ENG



2024 წელსაც უფრო საიმედო იქნება შერეული სისტემა 100:50 და არა სრულად პროპორციული - არჩილ თალაკვაძე

29 იან 202015:16
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის შესახებ საზოგადოებრივი განხილვების დროს მოსახლეობა მიუთითებდა ამ სისტემის ნაკლოვანებებზე. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ხასიათის გამო  პროპორციული სისტემა ქვეყანაში ვერ იმუშავებს. სწორედ ამიტომ, მისივე განმარტებით, 2024 წლისთვისაც უფრო საიმედო იქნება სისტემა 100-50-ზე და არა სრულად პროპორციული.

„20 ივნისს ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ თარიღის ცვლილება და ეს იყო პოზიტიური ნაბიჯი. მათ, ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოუცხადეს პროპორციულ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა იმედი კონსტრუქციული ქმედებებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“და მისმა სატელიტებმა გააგრძელეს დესტრუქცია. ისინი განხილვებსაც კი არ ესწრებოდნენ სისტემასთან დაკავშირებით. ამის გარდა იყო უმძიმესი შეურაცხყოფები ჩვენი თანაგუნდელებისადმი და ამან გაზარდა სკეპტიციზმი ჩვენს გუნდში, ამიტომ ვერ მოხერხდა ცვლილების გატანა. საზოგადოებასთან ჩვენ გვქონდა განხილვები და დისკუსია. დარბაზებში შეხვედრებზე ისმებოდა კრიტიკული კითხვები და ხალხი მიგვითითებდა, რომ პროპორციული სისტემა არ იქნებოდა სტაბილურობის გარანტორი, რადგან ჩვენი ოპოზიცია არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თანამშრომლობა შედგება. არცერთ პარტიას თუ ჯგუფს, ვინც აქციას ატარებდა, არ აქვს მონოპოლია საზოგადოების აზრზე. 2024 წელს რაც შეეხება, უფრო საიმედო სისტემა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება 100-50-ზე და არა სრულად პროპორციული. ჩვენც ვეცდებით ეს ცვლილებები ავსახოთ კონსტიტუციაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


close დახურვა