logo
ENG



2024 წლიდან I კლასში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება

09 ოქტ 202316:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/n6gkv9fbxwrz9fp.jpg

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, ეს ცვლილება ნებაყოფლობითია და თუ მშობელი/მეურვე მიიჩნევს, რომ ამ ასაკში ბავშვი სკოლისთვის არ არის მზად, შეუძლიათ, რომ ბავშვი ბაღში დატოვონ და სკოლაში მომდევნო წელს შეიყვანონ. 

გარდა ამისა, 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ.


close დახურვა