logo
ENG



ირაკლი შოთაძე: გადადგომა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდა

04 თებ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭო გენპროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენას განაგრძობს. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა.

ირაკლი შოთაძემ ერთ-ერთ მთავარ კითხვას უპასუხა თუ რატომ გადადგა და იგივე კრიზისის შესაძლებლობაში მიიღებდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებას. ირაკლი შოთაძემ ორი მთავარი ხარვეზი დაასახელა და არცერთი არ არის აქედან პროკურატურის მხრიდან დაშვებული შეცდომები. 

შოთაძის განცხადებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, მეორე პრობლემა კი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საქმის პოლიტიზირება.

„ეს, რა თქმა უნდა, იყო ჩემი გადაწყვეტილება და გამომდინარეობდა ზოგადად პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან. ვფიქრობ, მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, შეიქმნა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან ზოგადად სისხლის სამართლის საქმეები, მათზე მიმდინარე გამოძიება არის ძალიან აქტუალური საზოგადოებაში, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიზნით გამოყენებას. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ პერიოდში შექმნილი სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო ზუსტად პოლიტიკური პარტიების მხრიდან გარკვეულად ამ ტრაგედიით მანიპულირებით. საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი, ვინაიდან რეალურად იყო მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


close დახურვა