logo
ENG



გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

04 თებ 202022:02
3 წუთის საკითხავი
 
fqubm5z9rcwm3mp.jpg

გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება მის საავტორო გადაცემას, „დროება“ ეთერში, სავარაუდოდ, აპრილში გავა.

„ფორმულას“ საინფორმაციო და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მთავარი მიზანი არის, ყველა კატეგორიის მაყურებლისა და მკითხველის ნდობა დაიმსახუროს. ეს იქნება ერთის მხრივ, ყველაზე დიდი ვალდებულება და მეორეს მხრივ ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც შეიძლება დავიმსახუროთ. ყველაფერი დანარჩენი, რაც შეეხება ფორმას და ტექნოლოგიებს, მხოლოდ ამდაგვარი შინაარსით მიტანას შეიძლება ემსახურებოდეს და ამ მხრივ საოცრად დიდი პოტენციალის, გამოცდილი და, ამავდროულად, ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდია შეკრებილი და საინფორმაციო გადაცემებში მათი შესაძლებლობების გამოყენება ჩემი ვალდებულება იქნება“, - აცხადებს გიორგი თარგამაძე.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძე გარდა თავისი გადაცემებისა, ჩაერთვება არხის საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაში, როგორც დირექტორის მოადგილე.

„გიორგი დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მისი მიმართულება იქნება საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები გარდა მისი გადაცემებისა. ის იქნება არხის შიდა საქმიანობაში ჩართული. „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იქნება შაბათ-კვირას, ხოლო შემდეგ კვირაში ერთხელ. ასევე, კვირაში ერთხელ გავა „დროებაც“, რომლის გასვლაც აპრილში იგეგმება“, - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ. 


close დახურვა