აზერბაიჯანის მმართველმა ახალმა პარტიამ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა. წინასწარი მონაცემებით პარტია „ენი აზერბაიჯან“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, საკანონმდებლო ორგანოში 125 ადგილიდან 69-ს დაიკავებს და აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებასაც შეძლებს.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში საერთო ჯამში ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
არჩევნები აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციამ კენჭისყრას ფარსი უწოდა და ხმის მიცემის პროცესში მთელ რიგ დარღვევებზე საუბრობს. მათი თქმით ადგილი ჰქონდა ე.წ კარუსელს, ასევე ბიულეტენების გაყალბებას. რიგ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს ან არ უშვებდნენ, ან კომისიის მხრიდან მათზე ზეწოლა განხორციელდა.
არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.