logo
ENG



20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, დიდი სახალხო თავყრილობა ჩავატაროთ - ნათელაშვილი

13 მაი 202016:34
3 წუთის საკითხავი
 
vy0gdys1dxffgao.jpg

ოპოზიციურმა პარტიებმა 20 ივნისს, შესაძლოა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართონ. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

„მე კოლეგებს გავუზიარე ჩემი პოზიცია და ვიმსჯელებთ იმაზე, რომ 20 ივნისს, დისტანციის დაცვით, ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის გამზირზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიოს, რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ ეს წინააღმდეგობა არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციური“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გარდა ამისა, "ლეიბორისტების" ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია საგანაგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმებასაც ითხოვს.


close დახურვა