logo
ENG



20 000-ზე მეტი დევნილი და 100-ზე მეტი მითვისებული სოფელი - რუსული აგრესიის შედეგი

09 აგვ 202021:09
3 წუთის საკითხავი
clock 434

20 000-ზე მეტი დევნილი და 100-ზე მეტი მითვისებული სოფელი - ეს არის რუსეთის აგრესია საქართველოზე, რომელიც კონკრეტულ ოჯახებს განსაკუთრებულად შეეხო. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი შვილის საფლავი, მშობლებს უკვე 22 წელია აღარ უნახავთ. აჩაბეთიდან დევნილი მინდიაშვილები ამბობენ, რომ რუსმა სამხედრო პირმა მათ შვილს კავკასიელი ხალხის სიძულვილის გამო ესროლა.

2008 წლის ომის დროს მინდიაშვილები აჩაბეთში ოკუპანტების ბომბებს გადაურჩნენ. მათ სახლიდან ერთადერთი რამ წამოიღეს - მათი გარდაცვლილი შვილის ფოტო.  

27 წლის მინდია მინდიაშვილის სიცოცხლე რუსი სამხედროს ტყვიამ 1998 წელს შეიწირა. დედა ამბობს, რომ რუს სამხედროს მათთან არაფერი ჰქონდა გასაყოფი, უბრალოდ კავკასიელები არ უყვარდა და მის შვილსაც ამიტომ ესროლა.

ოკუპანტის სისასტიკე მინდიაშვილებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კიდევ ერთხელ შეესწრნენ. მოხუც ცოლ-ქმარს კარგად ახსოვთ, რუსულ ბომბებს გამოქცეული თანასოფლელების სიცოცხლე ოკუპანტების ტყვიამ რომ შეიწირა.

კიდევ ერთი ისტორია ერთ-ერთი სოფლიდან დევნილ ნაირა ცერცვაძეს უკავშირდება, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაჭრილ ჯარისკაცებს საველე პირობებში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.  

ექიმის ოჯახი 12 წლის წლის სოფელ ერედვიდან გამოექცა. ჯერ კოდის დევნილთა ჩასახლებაში დასახლდნენ და შემდეგ ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში გადმოვიდნენ. 
 
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს 100-მე მეტ სოფელზე დაკარგა კონტროლი. ქართული სოფლების დიდი ნაწილი ოკუპანტებმა გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს. დევნილად იქცა 20 ათასზე მეტი ადამიანი. 12 წლის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ტერიტორიებს იტაცებს და მავთულხლართებით საზღვრავს. 


close დახურვა