logo
ENG



20 აპრილის დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი ქარი - პროგნოზი

19 აპრ 202313:46
3 წუთის საკითხავი
 
20 აპრილის დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი ქარი - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

 


close დახურვა