logo
ENG



20 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

20 თებ 202400:55
3 წუთის საკითხავი
 
20 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

20 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. მიზეზად კომპანია თელასი გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების და კახი კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), კანდელაკის, კოსტავას, ონიაშვილის, ალმასიანის, ბერბუკის, მერაბ ალექსიძის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ), ჩხავერის, ველისთავის, ზურაბ იარაჯულის, ქინძმარაულის, თავკვერის, რქაწითელის, საფერავის და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩეხოვის, ურბნისის, მეტეხის, დუტუ მეგრელის, ჯორბენაძის, ფერიცვალების, ისნის, მეფე სოლომონ ბრძენის და რუისის ქუჩების მოსახლეობას. 


close დახურვა