logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პატიმრებს შალვა ნათელაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა

16 ოქტ 201917:22
3 წუთის საკითხავი
 
wzpnns7kitlw7jv.png

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა. შალვა ნათელაშვილი გლდანის ციხესთან იმყოფებოდა.

„პატარა ნობათი მოვუტანეთ 20 ივნისის გმირებს. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პატრიოტიზმი დანაშაულია, ქურდობა, ყაჩაღობა, ვერცხლმადიდებლობა - წახალისებული და ხელშეწყობილი. ამ ბიჭებმა დაწერეს საქართველოს უახლესი ისტორია, ისინი ძალიან მალე აუცილებლად იქნებიან თავისუფალნი, ხოლო მათ საკნებში ჩაჯდებიან მათი დამჭერნი და ეს აუცილებლად მოხდება" - განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

20 ივნისის ღამეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტში შეჭრის მცდელობაში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.


close დახურვა