საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმეზე იმსჯელებენ. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, ზურაბ ბუდაღაშვილზე, ბესიკ თამლიანსა და კიდევ ორ ბრალდებულზე. როგორც ბრალდებულების ადვოკატი ვახო იაშვილი ვარაუდობს, დღეს მოსამრთლე „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მოწმეების დააკითხვას დაასრულებს. ოქრუაშვილი სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდება. ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაა დაგეგმილი თამლიანი-ბუდაღაშვილის პროცესზეც. სასამართლო სხდომების პარალელურად „სირცხვილიას" აქტივისტები საქალაქო სასამართლოს ეზოში „გავრილოვის პატიმრების" მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
ზურა ბუდაღაშვილის ადვოკატი პროცესს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. მისი განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ დაკავებულების უდანაშაულობას ამტკიცებს.
„ამ ეტაპზე ჩემს წინაშე და პროკურატურის წინაშე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი არ უღიარებით, თუ ბრალდების მტკიცებულებები არაფერს არ იძლევა ამ საქმესთან დაკავშირწბით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის გარდა არაფერს ამტკიცებს. 280 მოწმემდე არის ჯამში მათი არსებობა ან არარსებობა საქმეზე არ წყვეტს არაფერს ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური სასამართლო“,-განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.