logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი - ბრალდების აბსურდულობა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა

10 თებ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 
zjplk16bnei5i9h.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების, ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესზე, რომელსაც 3 ბრალდებული ესწრებოდა, პროკურატურის მოწმეები გამოიკითხნენ.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა აღნიშნა, ბრალდების აბსურდულობა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„ვერც ერთი მოწმე ვერ უთითებს რომელიმე კონკრეტული ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებაზე, ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე. მათ ისინი საერთოდ არ უნახავთ, დღეს ნახეს პირველად. დაზარალებულმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე შუშა არის ჩამტვრეული პარლამენტში და ამის თაობაზე საკუთარი პოზიცია მოგვახსენა“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დაკავებულთა ახლობლებს, ისინი წარდგენილ ბრალს უსამართლოს უწოდებენ.

დაკავებულ პირებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გამო პატიმრობა აქვთ შეფარდებული.


close დახურვა