logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება

06 მარ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

 

გავრილოვის ღამის მოვლენებზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება. მან საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, ამიტომ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და დღეს პროცესიც გაიმართა, რომელზეც ბრალდების 3 მოწმე, სამართალდამცველი დაიკითხა. აღსანიშნავია, რომ გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული 18 პირიდან ამ დროისათვის პატიმრობაში მხოლოდ ორი, ბესიკ თამლიანი და ირაკლი ოქრუაშვილი რჩებიან. უფლებადამცველები, მომავალ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. შემდეგი სხდომა 10 მარტს უნდა გაიმართოს.

როგორც თამლიანის ადვოკატი აცხადებს თამლიანის საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომლებიც მის დანაშაულს ადასტურებს.

„ბესიკ თამლიანი და ირაკლი ოქრუაშვილი რჩებიან პატიმრობაში 20 ივნისის საქმეზე. ბესიკ თამლიანი არ აღიარებს ბრალს, არ თანხმდება  საპროცესო გარიგებას, იმიტომ რომ თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ და მას ყველანაირი საფუძველი აქვს, რომ ასე მიიჩნევდეს, რადგან საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის ძალადობას პოლიციელის მიმართ“,-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 


close დახურვა