logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი, ოჯახის წევრებმა მოინახულეს

16 დეკ 201917:45
3 წუთის საკითხავი
 
e9kiki3ohi20j2c.jpg

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი, ოჯახის წევრებმა მოინახულეს.

დაკავებულთა მშობლები, დღეს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ თავმჯდომარის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე შეხვდა, რომელმაც ისინი შვილებთან წაიყვანა.

შეხვედრის შედეგად, დაკმაყოფილებულია ზურაბ ბუდაღაშვლის თხოვნა საკნის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ზურამ ციხის უფროსს სთხოვა, რომ აღარავინ არ მოათავსონ იმ საკანში. წარმოიდგინეთ პატიმარი რომ ამას იტყვის, რა რთული ვითარება უნდა იყოს. იყო სრულიად მარტო, არანაირი ტელევიზია, არანაირი კავშირის გარე სამყაროსთან, მუდმივ ხმაურში. ამჟამად მას საკანს შეუცვლიან“, - აცხადებს ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა აღნიშნული პირების უფლებები დაცული იყოს.

„მოვინახულეთ ეს ორი ახალგაზრდა, მათი მდგომარეობა ნორმალურია. ერთ-ერთს უნდოდა სხვა საკანში გადასვლა. ხვალ არის სასამართლო და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, - აცხადებს კილაძე.

 

 

 

 

 


close დახურვა