გავრილოვის ღამეს დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით პოლიციელები დაკითხეს. ბრალდებულთა ნაწილი ამბობს, რომ საპატიმროში არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. მათი ოჯახის წევრების თქმით კი, მათზე თვალთვალი მიმდინარეობს.