20 წლიანი სასჯელი სასტიკი მკვლელობის გამო, - სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება შანაე ბრუკის ოჯახი. მკვლელობაში ბრალდებულმა ბოდიში ისევ მოიხადა, მაგრამ ეს ქალის ნათესავებისთვის არაფერს ცვლის, მურსაკულოვმა დღევანდელ პროცესზე ბოდიშის პარალელურად სცადა, განევითარებინა ვერსია, რომ ქალი ნარკო-რეალიზატორი ეგონა.
ავსტრალიელი ბრუკის ძმის ემოციურ მიმართვას მოუსმინეს დღეს სხდომაზე, ოჯახი მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს, - გასაჩივრდება თუ არა დღევანდელი განაჩენი, პროკურატურაზეა დამოკიდებული.