logo
ENG



20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკურის ექიმს ბრალდება წარუდგინეს

24 ნოე 202320:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/24/05j4zpafgqabsc1.jpeg

პროკურატურამ პაციენტისთვის არასათანადო მკურნალობის გამო რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა. 20 წლის ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანზე, რომელიც კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით მოათავსეს.

COVID-19-ის დიაგნოზით ჩარკვიანი კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს მოხვდა, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.

"აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა", - აღნიშნავს პროკურატურა.

პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.


close დახურვა