„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან საპატიმროში ადვოკატი მივიდა. როგორც ბექა ბასილაიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბარი ექნება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც მოსამართლე შალვა თადუმაძემ გადაწყვეტილების მიღების დროს დუაშვა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც პოლიტიკური პატიმრებს საქმეებს განიხილავს.
„შექმნილია უკვე კომისია, რომელიც პოლიტპატიმრების საქმეებს სწავლობს. ამაზე მკაფიო მაგალითი, როგორიც არის გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი ბიძინა ივანიშვილის მანტია მოსხმული ჯამბაზების - თადუმაძის, გაბინაშვილის, შავლიაშვილის მხრიდან, ამაზე მკაფიო პოლიტიკური დევნა ალბათ მსოფლიო ისტორიაშიც, ხშირი არ იქნება. შევდივარ გიგი უგულავასთან, რომ ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კომისიაზე გავა აუცილებლად მისი საქმე განსახილველად და არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ ევროსასამართლოც, დარწმუნებული ვარ, რომ 18-ე მუხლის დარღვევას დაადგენს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.