logo
ENG



თქვენ, თავად მეცნიერს, გილოცავთ - მეცნიერებათა აკადემია ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

18 თებ 202015:45
3 წუთის საკითხავი
 
t730d2z9nfaskz5.jpg

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს სოციალური ქსელით ულოცავს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული მეცნიერების დიდი მოამაგეა.

ძვირფასო ბატონო ბიძინა,

გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - წერია მილოცვაში.

ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა.



close დახურვა