logo
ENG



პრინცი ჰარი და მისი მეუღლე სამეფო ოჯახის უფროსი წევრების რანგში ბოლო შეხვედრებს მართავენ

20 თებ 202009:28
3 წუთის საკითხავი
 

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფროსი წევრების რანგში, ბოლო შეხვედრებს მართავენ.

მათი სტატუსი 31 მარტს შეიცვლება. პირველი აპრილიდან მათ ბუკინგემის სასახლეში ოფისი აღარ ექნებათ და არც სამეფო ოჯახის ოფიციალურ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.  

მომავალში, ჰარის და მეგან მარკლის საქმიანობას დიდ ბრიტანეთში, საქველმოქმედო ფონდი უხელმძღვანელებს, რომლის შექმნის შესახებ წყვილი უახლოეს მომავალში განაცხადებს.  

ბრიტანული მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ჰარიმ და მისმა მეუღლემ პრეცედენტი შექმნეს და სამეფო მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს, სამეფო ოჯახთან მათი ურთიერთობის წესები წინასწარ იქნება შეთანხმებული. 

 

 


close დახურვა