
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს და კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს:
„ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას და 2019 წლის ოქტომბერში ქართულ ვებგვერდებზე ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას გრუს მიაწერს. ეს უგუნური საქციელი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის უპატივცემულობას პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების ნორმების მიმართ და ამცირებს სტაბილურობას კიბერსივრცეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა.