
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლონეთის მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერ-თავდასხმაზე გაკეთებული განცხადებების გამო.
„პოლონეთის მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერ -თავდასხმების შესახებ განცხადებების გამო. ვუერთდებით საქართველოს, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მრავალი ქვეყნის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლუის მიხედვით პასუხისმგებლობა ამ კიბერ-თავდასხმებზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზერვის სამსახურს.
ვიზიარებთ ჩვენი მოკავშირეების და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის ეს უპასუხისმგებლო და მავნეველი ქმედებები , რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ საერთაშორისო სტაბილურობას და სხვა ქვეყნბების სუვერენიტეტს უნდა გაოაშკარავდეს და დაიგმოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა.